საერთაშორისო ანალიტიკური სააგენტო Brand Finance-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, Mercedes-Benz მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდი გახდა, რომელიც გაუსწრო ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს.
„Tesla-ს მეორე ადგილზე ჩამოქვეითება ილონ მასკის გარშემო არსებული დაპირისპირების კონტექსტში ხდება, რამაც გავლენა მოახდინა ელექტრომობილების მწარმოებლის რეპუტაციაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, Mercedes-Benz-ის ბრენდის ღირებულება 1%-ით გაიზარდა $59,4 მლრდ შეადგინა. Tesla-ს ბრენდის ფასი კი 12 პროცენტით დაეცა და 58,3 მლრდ დოლარი გახდა.
ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების სიაში მესამე პოზიციას, როგორც ერთი წლის წინ, იაპონური Toyota იკავებს, მეოთხე ადგილს კი გერმანული Porsche, ხოლო მეხუთე პოზიციას BMWიკავებს. Volkswagen-ი მეექვსე ადგილზეა, მეშვიდეზე კი Honda. ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების TOP-10-ში მერვე პოზიციაზე არის Hyundai, მეცხრეზე Ford, ხოლო მეათეზე Audi.
ყველაზე მდგრად საავტომობილო ბრენდად, ანალიტიკური სააგენტოს მიხედვით, კვლავ რჩება იტალიური Ferrari. ამას ხელს უწყობს მისი მაღალი პოპულარობა, რეკომენდაციები და რეპუტაცია. ბრენდი, რომელსაც ღირებულების ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდა, იყო კანადური ავტობუსების მწარმოებელი New Flyer, რომლის ღირებულებაც წლის განმავლობაში 250 პროცენტით გაიზარდა.
Brand Finance ჩინეთის საავტომობილო სექტორის მუდმივ ზრდაზეც ამახვილებს ყურადღებას, რასაც მხარს უჭერს ძლიერი გლობალური ინტერესი ელექტრო მანქანების მიმართ. BYD გახდა ჩინეთის ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდი, რომლის ფასიც გაიზარდა 20 პროცენტით გაიზარდა და 12,1 მლრდ დოლარი შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის