Business Insider Georgia-ს „რუმორის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მაკუნა გოგიბედაშვილი ტექსტილის წარმოებაში ორ მთავარ გამოწვევას ასახელებს.
მისი თქმით, ტექსტილის ინდუსტრიაში მთავარი გამოწვევაა ადგილობრივ ბაზარზე კადრებისა და ნედლეულის დეფიციტი.
„კადრების დეფიციტი არის ჩვენს ინდუსტრიაში, მაგრამ „რუმორის“ შემთხვევაში ეს პრობლემა არ გვაქვს, რადგან კარგი სამუშაო გარემოა და კადრების გადინება პრაქტიკულად არ ხდება. ჩვენთან ვაკანსიებზე ყოველთვის რიგია. როგორც კი ვაკეთებთ განცხადებას, რომ გვჭირდება დამატებითი ხელი, კადრები მზად არიან რომ ჩვენთან მუშაობა დაიწყონ.
ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ საქართველოში ძალიან რთულია იმ ხარისხისა და იმ რაოდენობის ნედლეულის მოპოვება რაც კოლექციაზე მუშაობისას გვჭირდება. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა კოლექციას გაყიდვაში ვუშვებთ, კონკრეტულ მოდელებზე მოთხოვნა ჩნდება და ნედლეულის შოვნა ბაზარზე შეუძლებელია. ამის გამო წავედით თურქეთში, მოვიძიეთ პარტნიორები და საჭიროების შემთხვევაში ტექსტილის იმპორტსაც ვახორციელებთ“, - ამბობს მაკუნა გოგიბედაშვილი.
BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე.
მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპეციალისტების ნაკლებობამ დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 63% ასახელებს ხელის შემშლელად).
უახლესი
1 საათის წინ
მანქანის ჩანაცვლების სერვისი ალდაგისგან1 საათის წინ
რამდენ პროექტს აერთიანებს „მეტროპოლის" პორტფელი