დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტისთვის

„თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტისთვის

19-03-2025 11:55:00

თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისსსთავაზობს. კომპანიის განახლებულგეზის ფილიალის ბაზაზე მოქმედი ჯგუფი მომხმარებელს მათთვის საჭირო დახმარებას ნებისმიერ ადგილზე გაუწევს. მომსახურება მოიცავს დიაგნოსტირებას, სწრაფ სერვისებსა და სავალი ნაწილის სრულ შეკეთებას.

იაკობ დალაქიშვილი, „თეგეტა მოტორსისგეზის ფილიალის დირექტორისმოადგილე: ავტომობილის ფლობის გამოცდილების გამარტივებათეგეტამოტორსისათვისპრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობთ, მობილური სერვისისდამატებით ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგასატვირთოებისა დაავტობუსების მძღოლებს უკვე შეუძლიათ ჩვენი მომსახურებით ნებისმიერ ადგილზე ისარგებლონ და მიიღონ გადაუდებელი დახმარება რათა დაზოგონ ფინანსები და დრო. ეს კი, თავის მხრივ, მათი საქმიანობის უწყვეტობას განაპირობებს.

ჩვენმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის, რომ გეზის ტერიტორიაზე მდებარეთეგეტა მოტორსისგანახლებული სერვისცენტრი, რომელიც მთლიანად გერმანული ბრენდის MAN-ის სტანდარტებზეა მორგებული, სწორედ სატვირთო ავტომობილებზე კონცენტრირდება. გვინდოდა, ამ კუთხით მომხმარებლისათვის სრული სერვისი მიგვეწოდებინა, რაც გულისხმობს მომსახურებას, როგორც უშუალოდ სერვისცენტრში, ისე გამოძახებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში. მაღალი ხელმისაწვდომობა, ხარისხი, სანდოობა, გარანტია ნაწილებზე და სრული პასუხისმგებლობა გაწეულ სამუშაოებზე - ეს ჩვენი სერვისის უპირატესობებია“.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები