2024 წლის თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 4.8%-იანი შემცირებაა.
„აღსანიშნავია, რომ ქირები შემცირებულია თბილისის ყველა რაიონში. ჩვენ ველით, რომ 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქირის ფასის ეტაპობრივი სტაბილიზაცია“, - ნათქვამია Galt & Taggart -ის თებერვლის მიმოხილვაში.
2024 წლის იანვარში თბილისში 258.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 4.9%- იანი წლიური ზრდაა. ამ ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი პირველადი ბაზარი იყო (+22.8% წ/წ), რისი მიზეზიც გაზრდილი ტრანზაქციებისა და ფასების კომბინაციაა.
უახლესი
4 საათის წინ
BIG STORY | პაატა კურტანიძე4 საათის წინ
Elt Building-ის პრესკონფერენცია12 საათის წინ
საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში ისევ წინ წაიწია13 საათის წინ
21 სექტემბრის კინოაფიშა