„თბილისი ცენტრალში“ არსებული ოქროს ბირჟა გაფართოვდა. ახალი სივრცის ფართობი 5 000 კვ.მ-ია. ობიექტი ჯერ-ჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს და სრულფასოვნად საქმიანობას ბირჟის თანამშრომლები დაახლოებით ერთ კვირაში შეუდგებიან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, „თბილისი ცენტრალში“ განახლებულ ოქროს ბირჟაზე დედაქალაქში არსებულ სხვა ობიექტებთან შედარებით, ოქროს ნაკეთობების ყველაზე დიდი არჩევანი იქნება.
„წლიდან-წლამდე ოქროზე მოთხოვნა იზრდება, ამასთან თბილისი ცენტრალში არსებული ოქროს ბირჟა ძალიან პოპულარულია და ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ამიტომ ოქროს ბირჟის ადმინისტრაციასთან ერთად გადაწყდა ობიექტის გაფართოება და ახლა, როგორც ოქროს ბაზარი ისე იფუნქციონირებს“, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.
თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაში სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ 2010 წლის მაისში გაიხსნა.
ცენტრალური რკინიგზის ვაგზლის შენობა სს "თბილისი ცენტრალს" 49-წლიანი იჯარით 2006 წელს გადაეცა.
პროექტის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს 30 მლნ აშშ დოლარი დასჭირდა. აქედან 17 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრძელვადიანი სესხია; ხოლო დარჩენილი თანხა - "ჯიარდისისა" და "ჯიემსი ჰოლდინგის" აქციონერთა კაპიტალი.
უახლესი
1 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება