დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში პიკის საათში 600 ათასი ავტომობილი გადაადგილდება - კახა კალაძე

თბილისში პიკის საათში 600 ათასი ავტომობილი გადაადგილდება - კახა კალაძე

04-10-2023 11:23:50

თბილისში პიკის საათში 600 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, 2012 წელს ეს მაჩვენებელო 180 ათასი იყო - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს ქმნის პრობლემებს და ქალაქში საცობებს იწვევს. 

მისივე თქმით, თბილისის მერია მუშაობს იმ საკითხზე, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სწრაფად და კომფორტულად შეძლოს გადაადგილება. 

„ის პრობლემები, რაც გვაქვს გადავსებული ავტობუსებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ეტაპობრივად დაიძლევა.შეძენილი გვაქვს ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება მუნიციპალიტეტს და ესეც მოემსახურება ქალაქს რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იქითკენ რომ ქალაქში გადაადგილება მოხდეს მარტივად“, - აღნიშნა კალაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები