დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სადაც GWP-ი ოპერირებს 3 წლის განმავლობაში 400 მლნ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ავარიების რაოდენობა - დავით ნარმანია

თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სადაც GWP-ი ოპერირებს 3 წლის განმავლობაში 400 მლნ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ავარიების რაოდენობა - დავით ნარმანია

08-07-2024 17:00:00

თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სადაც GWP-ი ოპერირებს 3 წლის განმავლობაში 400 მლნ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ავარიების რაოდენობა, -  ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელმაც ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ რიგით მეთხუთმეტე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემაც  „წყალმომარაგება | შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.

დავით ნარმანიას თქმით, კომპანიების მხრიდან იმაზე გაცილებით მეტი ინვესტიციები ხორციელდება, ვიდრე ეს იყო წინა რეგულირების პერიოდებში.

„ვისაუბრეთ წყალმომარაგების ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის მეტი საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომელმაც უნდა შეამციროს ავარიები და წყვეტები. უფრო კმაყოფილი უნდა იყოს ამ ყველაფრის შედეგად ჩვენი მომხმარებელი. საკმაოდ აქტიურია როგორც კერო სექტორი ლიცენზიანტი კომპანიები  ისე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, იმაზე გაცილებით მეტი ინვესტიციები კეთდება ვიდრე ეს იყო წინა რეგულირების პერიოდებში. აქედან გამომდინარე ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მომხმარებელი იქნება უფრო მეტად კმაყოფილი, და ავარიების და ინციდენტების მოცულობა შემცირდება. ამ და სხვა საკითხებზე, ასევე რეგულირების ძირითად საკითხებზე იყო შეხვედრაზე საუბარი“, - აცხადებს დავით ნარმანია.

მისივე განმარტებით, აღნიშნული წყალმომარაგების ქსელში ინვესტიციების განხორციელების შედეგად ავარიების შემცირების პარალელურად ახალი აბონენტების რაოდენობა გაიზრდება

„თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სადაც GWP-ი ოპერირებს 3 წლის განმავლობაში 400 მლნ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ავარიების რაოდენობა, თითქმის უნდა განახევრდეს კიდეც. რაც შეეხება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, ის ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს რეგიონებში, სადაც ხდება როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის გამოცვლა, ასევე ახალი არეალების დაქსელვა, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება. აქედან გამომდინარე რეგიონებში როგორც ავარიების რაოდენობა შემცირდება, ისე ახალი აბონენტები შეემატება სისტემას. ყველა ახალი აბონენტის გამრიცხველიანება ხდება, რაც პირველ რიგში სასმელი წყლის ყაირათიან ხარჯვასთანაცაა დაკავშირებული და გარემოს დაცვით მიმართულებითაც არის მნიშვნელოვანი“, - განმარტავს ნარმანია. 

სეკემის თავმჯდომარის თქმით, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით თითქმის 1%-ით გაიზარდა ახალი მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც შეემატნენ წყალმომარაგების სისტემას და რომლებიც არიან  აბონირებულები.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები