დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში კარტინგის სკოლა იხსნება

თბილისში კარტინგის სკოლა იხსნება

21-06-2023 16:01:37

 

აგვისტოდან თბილისში კარტინგის ახალი სკოლა იფუნქციონირებს. პროექტის ინიციატორია ,,კარტინგ ლილო“, რომლის ბაზაზეც სკოლის გახსნა იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მალხაზ მთვარელიშვილმა განაცხადა.

„კარტინგ ლილო“ თვითონაც ახალი კომპანიაა, რომლის გახსნამ დაგვანახა ის საჭიროებები, რაც ბაზარზე კარტინგის მიმართულებით არსებობს. სკოლის გახსნამდე ვგეგმავთ კარტინგების ჩამოყვანას, რომლებიც მრბოლელებს მაღალ დონეზე მოამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ კარტინგით დაიწყო ყველა ავტომრბოლელმა, ამიტომ ქართული სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალების სწავლება და მომზადება. ველოდებით, რომ საზოგადოების მხრიდან ინტერესი გაიზრდება. კარტინგის წესებს გამოცდილი ინსტრუქტორი ეტაპობრივად შეასწავლის. ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმიანობით დიდ წვლილს შევიტანთ კარტინგის განვითარებაში“, - ამბობს მალხაზ მთვარელიშვილი.

კარტინგის სკოლის სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 6 თვეა. 1 თვის სწავლების საფასური 500 ლარს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები