2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Colliers Georgia ავრცელებს.
2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 17% და 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უახლესი
43 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია