“გაჩერებას არ ვაპირებთ, re:school რეგიონებში გადის, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, უკვე ქუთაისშიც იხსნება“
ქუთაისის re:school-ში სწავლა ოფიციალურად რამდენიმე კვირაში დაიწყება, თუმცა მანამდე მსურველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ განაცხადა, re:school ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“ პარტნიორობით ბათუმის შემდეგ სკოლას ქუთაისშიც ხსნის.
სალომე მგელაძე ამბობს, რომ re:school გაჩერებას არ აპირებს და რეგიონებში გაფართოებას განაგრძობს. სავარაუდოდ შემდეგი re:school უკვე სამეგრელოში გაიხსნება.
„ქუთაისსა და ბათუმში re:school-ის პარტნიორია ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესია” და ქუთაისში ჩვენი ფილიალი „პროგრესის“ ტერიტორიაზეა.
ქუთაისის re:school-ში იდენტური პროგრამა იქნება, რაც ბათუმის re:school-ში. ძირითადი არის ვებ-პროგრამირება და კიდევ 7 ბონუს მოდული, რომელიც ძირითად მოდულს მოჰყვება. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მინდა გითხრათ, რომ ბავშვების აქტივობა მაღალია. სავარაუდოდ ნოემბრის შუა რიცხვებიდან ან თვის ბოლოდან დავიწყებთ“, - აცხადებს სალომე მგელაძე.
re:school-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ აქცენტს ადგილობრივ კადრებსა და მათ დასაქმებაზე აკეთებენ.
„პედაგოგების ძებნა დავიწყეთ ადგილზე და შემდეგ ვახდენთ მათ გადამზადებას. გადამზადება ხდება როგორც პროფესიულ, ასევე ბავშვებთან ურთიერთობების უნარებისა და მეთოდოლოგიის ნაწილში. აქცენტს მაინც ადგილობრივებზე ვაკეთებთ, რადგანაც ჩვენს გუნდში არ არის კადრების ის რაოდენობა, რომ მთელი საქართველო დავფაროთ.
ამიტომ ადგილზეც ვეძებთ კადრებს, ვამზადებთ და ვასაქმებთ. ამ დროისათვის კადრები ფაქტობრივად დაკომპლექტებულია, მაგრამ რადგანაც დიდი მოთხოვნაა, მაინც ვაგრძელებთ ძებნას, რათა დროულად მოვასწროთ მათი გადამზადება და შემდეგ მათთან თანამშრომლობა“, - აცხადებს re:school-ის დამფუძნებელი.
სალომე მგელაძე ამბობს, რომ სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები re:school-ში განსხვავებული პირობებით და და სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ, რადგან პროგრესი re:school-ის ოფიციალური პარტნიორია.
ქუთაისის re:school-ში ბონუს შეხვედრები იმართება შემდეგ თემებზე:
ცნობილია, რომ პითონის და გრაფიკული დიზაინის საფუძვლების გარდა, ყველა ბონუს მოდულს პავლე მგელაძე ( re:invent -ის დამფუძნებელი) გაუძღვება.
უახლესი