თბილისის ცენტრში Swissotel-ი მარტის დასაწყისში გაიხსნება და საქართველოს დედაქალაქში არსებულ მაღალი დონის სასტუმროებთან კონკურენციაში შევა.
როგორც Business Insider Georgia-თან , Mercure-სა და Swissotel Tbilisi-ს გაყიდვების დირექტორმა მაკა ცხომელიძემ განაცხადა Swissotel-ი გააერთიანებს 130 სასტუმრო ოთახს, საიდანაც 3 ოთახი იქნება საპრეზიდენტო, ხოლო 5 ოთახი იქნება ე.წ. გამორჩეული კატეგორიის.
მაკა ცხომელიძის განმარტებითვე, სასტუმროს გაყიდვები სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე უკვე გახსნილია და მარტის მდგომარეობით ოთახის ღირებულება 650 ლარიდანაა.
„სასტუმრო ფოკუსს აკეთებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ამიტომ გვექნება სპეციალურად, ჯანსაღი პროდუქტებისგან შექმნილი ყავის შესვენებები, სადილი, ვახშამი და ასე შემდეგ.
Swissotel-ის სლოგანია, რომ იყოს გამორჩეული, ჯანსაღი წესის მიმდევრებისთვის. სასტუმროს სტუმრებს სასტუმრო ოთახში დახვდებათ სავარჯიშო კედელი და ყველაფერი მიმართული იმისკენ, რომ როდესაც სტუმარი Swissotel-ში მოვა, მისი ვიზიტი ჯანსაღი ცხოვრების წესსაც უკავშირდებოდეს.
სასტუმრო გამორჩეულია იმითაც, რომ ის მდებარეობს ქალაქის ცენტში, ყველა ღირსშესანიშნაობა ფეხით დაახლოებით 2-3 წუთის სავალზეა“, - აცხადებს მაკა ცხომელიძე.
„Sundukovy Sisters-ის ინტერიერის დიზაინი გამოირჩევა ყვავილების მოტივებითა და დეკორატიული ელემენტებით, რაც ქმნის სიმშვიდისა და ბუნების ოაზისს. მდიდრული სახურავის რესტორანი და ბარი, ატმოსფერო, გთავაზობთ ქალაქის მომხიბვლელ ხედებს ცოცხალი დიჯეის საუნდტრეკებით. მაქსიმალურად ისარგებლეთ პოდკასტებით და ადგილობრივი ქალაქის მეგზურით ან დატკბით ალპური კულტურებით შთაგონებული გამაჯანსაღებელი პროცედურებით Purovel-ის სპა-ში. საფირმო მასაჟი და შვეიცარიული წარმოების აბაზანის პროდუქტები ახალ სიცოცხლეს შესძენს თქვენს ცხოვრებას“, - აღნიშნულია სასტუმროს აღწერაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა