დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის სამი უბანი, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია - გალტ & თაგარტი

თბილისის სამი უბანი, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია - გალტ & თაგარტი

19-08-2023 13:09:08

2023 წლის ივლისში თბილისში 3,656 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.7% და თვიურად 7.2%-იანი კლებაა, რისი მიზეზიც წინა პერიოდებოს მაღალი ბაზაა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

აღსანიშნავია რომ, გაყიდვები გაიზარდა პირველად ბაზარზე (+13.9% წ/წ) და შემცირდა მეორად ბაზარზე (- 13.5% წ/წ ახალ პროექტებში და -18.8% წ/წ ძველ პროექტებში).

საბოლოო ჯამში, მიუხედავად მცირე კლებისა, ბაზარზე მოთხოვნა ჯანსაღი რჩება. 2023 წლის ივლისში წლიური გაყიდვები შემცირდა თბილისის ყველა ცენტრალურ უბანში (საბურთალო, ვაკე, მთაწმინდა), ხოლო გარეუბნებში, სამგორში, დიდი დიღომსა და ნაძალადევში, გაყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) წილის ზრდა და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) მზარდი მიმზიდველობა.

 გალტ & თაგარტის მიმოხილვის თანახმად, უძრავ ქონებაზე პირველად ბაზარზე ყველაზე მაღალი ფასები კვ/მ-ზე შემდეგ უბნებში დაფიქსირდა:

  • ვაკე - $2,030;
  • საბურთალო -$1,404;
  • კრწანისი - $1,344; 

კვადრატულ/მეტრზე ფასების მიხედვით, მეოთხე პოზიციაზეა დიდუბე - $1,102, ხოლო მეხუთეზე - ნაძალადევი -$1,009. 

შემდეგ ისანი - $988, დიდი დიღომი - $873, ვაშლიჯვარი -$853, სამგორი - $849, გლდანი - $836. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები