დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის რომელ უბნებშია უძრავი ქონება ყველაზე ძვირი

თბილისის რომელ უბნებშია უძრავი ქონება ყველაზე ძვირი

15-07-2023 01:30:36

Galt & Taggart-ის მიერ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ივნისის მიმოხილვის თანახმად, დედაქალაქში, უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ვაკეში ღირს. 

უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები უბნების მიხედვით აშშ დოლარი/მ2 (23 ივნისის მდგომარეობით)

ვაკე :  

 

  • პირველადი - $1,978;
  • მეორადი ახალი პროექტები - $1,817;
  •  მეორადი ძველი პროექტები - $1,286;

 

მთაწმინდა:

 

  • პირველადი - 0;
  • მეორადი ახალი პროექტები -  $1,644;
  • მეორადი ძველი პროექტები - $1,389;
  •  

საბურთალო:

 

  • პირველადი - $1,388;  
  • მეორადი ახალი პროექტები -  $ 1,461 ;
  • მეორადი ძველი პროექტები - $ 975;

 

ჩუღურეთი:

 

  •  პირველადი - 0; 
  • მეორადი ახალი პროექტები - $1,287; 
  • მეორადი ძველი პროექტები - $882;

 

კრწანისი:

 

  • პირველადი - $1,283;
  •  მეორადი ახალი პროექტები - $1,239;
  •  მეორადი ძველი პროექტები - $885;

 

დიდუბე:

 

  • პირველადი - $ 1,075 ;
  •  მეორადი ახალი პროექტები - $ 1,144;
  •  მეორადი ძველი პროექტები - $786;

 

ნაძალადევი:

 

  • პირველადი - $ 1,005
  •  მეორადი ახალი პროექტები - $ 1,064 
  •  მეორადი ძველი პროექტები - $796

 

ისანი:

 

  • პირველადი - $ 953;
  •  მეორადი ახალი პროექტები - $ 1,026;
  •  მეორადი ძველი პროექტები - $879;

 

გლდანი:

 

  • პირველადი - $805;
  •  მეორადი ახალი პროექტები - $ 1,001;
  •  მეორადი ძველი პროექტები - $802;

 

ვაშლიჯვარი:

 

  • პირველადი - $849
  •  მეორადი ახალი პროექტები - $965
  •  მეორადი ძველი პროექტები - 0

 

დიდი დიღომი:

 

  • პირველადი - $835 ;
  • მეორადი ახალი პროექტები - $ 931;
  •  მეორადი ძველი პროექტები - $727;

 

სამგორი:

 

  • პირველადი - $836;
  •  მეორადი ახალი პროექტები -$905;
  •  მეორადი ძველი პროექტები - $737;

 

2023 წლის ივნისში თბილისში 3,940 ბინა გაიყიდა, რაც  წლიურად 1.4% და თვიურად 8.0%-იანი ზრდაა. ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები, სადაც 1,830 ბინა გაიყიდა (+18.8% წ/წ). წინა თვის მსგავსად კლება გაგრძელდა მეორად ბაზარზე როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5.7% წ/წ და -12.8% წ/წ.

ივნისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - სამგორი (+23.6% წ/წ), დიდი დიღომი (+25.2% წ/წ) და დიდუბე (+28.0% წ/წ). ამასთან, ივნისში საბურთალოსა და ვაკეში ბინების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, წლიურად 21.6% და 27.1%-ით, შესაბამისად. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა საშუალო ზომის ბინებსა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტებში ($801 - 1,800).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები