თბილისის მეტრო 58 წლისაა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, 1966 წლის 11 იანვარი თბილისის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ამ დღეს, თბილისის მეტროს “დიდუბე- რუსთაველის” 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა. მეტროპოლიტენის გახსნა მნიშნველოვანი მოვლენა იყო იმ დროს თბილისელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის. "მე, როგორც თბილისის მოტრფიალეს, უეჭველად მახარებს ქართული მეტროს დაბადება. გამოგიტყდებით, არც კი მჯეროდა, თუ კონკიდან მეტრომდე ასე მცირე დრო დაგვჭირდებოდა" - ამბობდა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ვასო გოძიაშვილი
მეტროს ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად ფართოვდებოდა და მეტროს ახალი სადგურები ემატებოდა. 1979 წელს გაიხსნა თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი. 2017 წელს კი მეტროს 23-ე სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეემატა
თბილისის მეტროს დღესაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. ის ყოველდღიურად 450-დან 550 ათასამდე მგზავრს ემსახურება
„უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მრავალი პროექტის განხორციელება, როგორც ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ასევე მოძრავი შემადგენლობის სრულად განახლების მიმართულებით, რაც მას მგზავრებისთვის უფრო კომფორტულს და მიმზიდველს გახდის
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ყველას ულოცავს მეტროს იუბილეს, განსაკუთრებით თანამშრომლებს, რომლებიც ქალაქს წლების განმავლობაში დაუღალავად ემსახურებიან“, - განმარტავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
უახლესი