თბილისი მოლი • Tbilisi Mall-ის რენოვაცია დასრულდა. განახლებული ინფრასტრუქტურისა და დიზაინის მქონე სავაჭრო ცენტრში სტუმრობა ახლა კიდევ უფრო კომფორტული და მიმზიდველი გახდა.
თბილისი მოლის რენოვაცია მოიცავდა ინტერიერის, კერძოდ, იატაკის, კედლის, ჭერის, მაღაზიების ფასადების, განათებებისა და შიდა სივრცეების მოწყობა-გაუმჯობესებას. შედეგად განახლდა სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეებიც, რაც ჯამში სამ სართულზეა მოწყობილი.
სავაჭრო ცენტრის რენოვაციის პროექტს, რომელიც 13 წლის უკან გაიხსნა, კომპანია LSG Solutions-ი ხელმძღვანელობდა, სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია Metta ახორციელებდა.
პროცესი საერთაშორისო სამშენებლო და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. მოკლე დროში ხარისხიანი შედეგის მისაღწევად, მშენებლობა ინოვაციური, სწრაფად შრობადი პროდუქტების გამოყენებით წარიმართა. ძირითადი სამუშაოები ღამის საათებში ტარდებოდა, რაც თბილისი მოლს სრულყოფილად ფუნქციონირებისა და ვიზიტორების შეუფერხებლად მიღების საშუალებას აძლევდა.
თბილისი მოლი პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია საქართველოში, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - საბავშვო გასართობი ობიექტი და კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი. მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორებიცაა არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.
უახლესი
6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია