დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TBC Capital-ის პროგნოზით ქართული ღვინის ინდუსტრია 2024 წელს 5%-ით გაიზრდება

TBC Capital-ის პროგნოზით ქართული ღვინის ინდუსტრია 2024 წელს 5%-ით გაიზრდება

16-08-2024 19:00:00

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ღვინის ინდუსტრია 5%-ით გაიზრდება  და პროგრესის ძირითადი წყარო იქნება რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდა და ადგილობრივი მოხმარების მატება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის გავლენით. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მთლიანი ბრუნვა ₾1,038 მილიარდს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს ₾1,030 მილიარდს. 

თიბისი კაპიტალის პროგნპზით, მიმდინარე წელს ღვინის კომპანიების საერთო ბრუნვა  ₾1.086 მილიარდს მიაღწევს. ზრდა უმეტესად ექსპორტის ხარჯზე მოხდება, ხოლო 1025 წელს, თიბისი კაპიტალი ბრუნვის ₾1,147 მილიარდამდე ზრდას ვარაუდობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები