დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტავ ჯორჯია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში ინვესტირებას განაგრძობს

ტავ ჯორჯია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში ინვესტირებას განაგრძობს

14-03-2025 11:34:00

ტავ ჯორჯიამ  წარადგინა პროექტები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, ბოლო 1 წლის განმავლობაში განახორციელააეროდრომზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა გაზრდილიმგზავრთნაკადის ფონზე დადგა. ამ სამუშაოებში ტავ ჯორჯიამ 16 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩადო.

 

გაფართოვდა სამიმოსვლო ბილიკი „E”, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემსშეუფერხებლად მიიღოს და მოემსახუროს დიდ გაბარიტიან (Wide-body) საჰაერო ხომალდებს. რეაბილიტირებულისამიმოსვლო ბილიკი აკმაყოფილებს ეროვნულ და ICAO- სტანდარტებს. ამ სამუშაოების  პარალელურად, საქაერონავიგაციამ  ვიზუალური ჰაერსანაოსნო საშუალებების (სანათები და ნიშნები) განახლება/მონტაჟიგანახორციელა.

 

ასევე, ტავ ჯორჯიას ინვესტიციითთბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდებისმომსახურებისთვის დამატებითი სადგომები მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომებისნაწილს

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში,   დიდ გაბარიტიანი (Wide-body), ICAO- სტანდარტით „F” და „E” კოდებისმქონე საჰაერო ხომალდების ახალი  სადგომი მოეწყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაქანი #3-ის ტერიტორიას, სადაც მოეწყო   საშუალო გაბარიტიანი (Narrow-body), ICAO- სტანდარტებით „C” კოდის მქონე თვითმფრინავის 3სადგომი და  ამავე ბაქანზე რეაბილიტირდა  და მოეწყო 3 ვერტმფრენის სადგომიც.

 

აეროდრომის ნაწილში საერთო ჯამში ხელოვნური საფარი 100 000 2 -მდე  ფართობზე განახლდა.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის კომპანიამ შეიძინა ახალი სააეროდრომო უზრუნველყოფის ტექნიკა, რომელიც აუცილებელია აეროდრომის მოვლა-შენახვისა და ოპერირებისთვის. ამასთანავე, მიმდინარეობსაეროპორტის სახანძრო უზრუნველყოფის დეპოს მოდერნიზებისა და გაფართოების პროექტი. ტავ ჯორჯიამ შეიძინასრულიად ახალი, სწრაფი რეაგირების სახანძრო-ავტომობილი, რომელიც ICAO- სტანდარტებისგათვალისწინებით ევროპული ბრენდის RENAULT-ის ბაზაზე მოდიფიცირდა

 

ეს არის აეროპორტის ის ნაწილი, რომელსაც მგზავრები მხოლოდ ილუმინატორებიდან ხედავენ დაალბათ ბევრს არც კი უფიქრია, თუ რამხელა რესურსს, ძალისხმევასა და ინვესტიციას საჭიროებს  ამინფრასტრუქტურის მუდმივი წესრიგში ყოფნა. მით უმეტეს კი იმ ფონზე, როცა მგზავრთნაკადი თბილისისაეროპორტში  წლიდან წლამდე იმატებს და უფრო და უფრო მეტი თვითმფრინავი ხვდება ამტერიტორიაზე. მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში აქ, აეროდრომის ნაწილში  ინფრასტრუქტურის განახლებასა და ტექნიკაზე ტავ ჯორჯიამ 16 მილიონამდე ლარი დახარჯა, რათა იმსაჰაერო ხომალდებს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასრულებენ ფრენებსჰქონდეთ  მაღალი ხარისხის სერვისი და 

უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები, რომელსაც როგორც ეროვნული ასევე ICAO- სტანდარტებიითვალისწინებსსამიმოსვლო ბილიკის გაფართოებისა და ახალი სადგომების მოწყობის  შედეგად ჩვენუკვე გვაქვს საშუალება რომ შეუფერხებლად, შეზღუდვების გარეშე მივიღოთ დიდგაბარიტიანი საჰაეროხომალდები და გავზარდოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა. ასევე, მნიშვნელოვანია სახანძრო დეპოს გაფართოებაც. როცა ეს კონკრეტული პროექტი დასრულდება, სახანძრო დეპოში მოეწყობა  სასწავლო სივრცე პერსონალის გადამზადებისთვის და ასევე  ფიზიკურიმომზადებისთვისაც. ამასთანავე, საგანგებო სიტუაციების ეფექტურად სამართავად რეაბილიტირებულდეპოში განთავსდება საავარიო ოპერატიული ცენტრი - აცხადებს ტავ ჯორჯიას აეროდრომის შესაბამისობისმონიტორინგის ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი.

 

ტავ ჯორჯია საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერსაქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 227 000 000 ამერიკულ დოლარსაჭარბებს.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები