თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ეხმაურება კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე.
კომპანიაში განმარტავენ, რომ გიორგი ფხაკაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს 1-ელ მაისს მიმართა და არა მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ფრენების გახსნის შესახებ გაკეთდა განცხადება.
„იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებულნი ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის 1-ელ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.
შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება“, - TAV Georgia-ში.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვზო მიმოსვლა აღადგინა სდა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებებს პროვოკაცია უწოდა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვეა მოითხოვა.
მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფრენების უფლებას ექნებათ იმ რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სანქცირებულები არ არიან.
უახლესი
7 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა8 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება