ტაიფუნი ჰაიკუი, სავარაუდოდ, ტაივანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ტაიტუნგას, დაახლოებით საღამოს 5 საათზე დაატყდება თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას კუნძულის ამინდის ცენტრალური ბიურო ავრცელებს.
ჰაიკუი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველი ტაიფუნი იქნება.
ამინდის ბიუროს ცნობით, ტაიფუნი ამჟამად დასავლეთისკენ საათში 9 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს და და მას ძლიერი ქარი მოჰყვება.
მოსალოდნელია, რომ ტაიფუნს აღმოსავლეთ ტაივანში უხვი ნალექი გამოიწვევს. ამინდის ბიუროს გაფრთხილების თანახმად, ჰაიკუიმ შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობა და მეწყერი.
კუნძულის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუნიციპალიტეტის 2800-ზე მეტი მცხოვრები ევაკუირებულია.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი