,,ზზიპის“ მიერ დამზადებული თაფლიანი სასმელები 100% ნატურალურია, რომელიც ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეწევა.
კომპანიის დამფუძნებლის ლუკა სულაბერიძის თქმით, გარდა იმისა, რომ მისი წარმოება ნატურალური და უსაფრთხოა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებითაც. ,,ზზიპის“ წარმოება თავდაპირველად თაფლიანი წყლით დაიწყო.
ბოთლში თაფლი და წყალი განცალკევებულია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თაფლმა არ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები და ამავდროულად მისი ვადა იყოს ხანგრძლივი. ამ საშუალებას იძლევა თავსახური, რომლის გახსნის შემდეგ თაფლი წყალში იღვრება.
„ჩვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე ინოვაციური, პროდუქტით - თაფლიანი წყლით გამოჩნდა, რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. ჩვენს ბრენდულ კაფე-მაღაზიებში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ქართული ნატურალური თაფლი და მისგან დამზადებული საინტერესო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები. რაც შეეხება კონკრეტულად კაფეს ხაზს, აქ მომხმარებელს აქვს საშუალება დააგემოვნოს თაფლისგან დამზადებული განსაკუთრებული სასმელები და კერძები“, - ამბობს ლუკა სულაბერიძე Business Insider Georgia - თან.
ახალგაზრდა მეწარმე გეგმავს პროდუქტის გატანას ექსპორტზეც და ვარაუდობს, რომ პირველი პარტია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით გავა.
„ჩვენი პროდუქტის ანალოგი ქართული ბაზრისთვის იშვიათია, ამიტომ ვგეგმავთ საქართველოს ბაზრის სრულად ათვისებას და შემდეგ უკვე პროდუქციის ექსპორტზე გატანას. საორიენტაციო ბაზრებად ევროპას და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მივიჩნევთ. ამ ბაზრებში შესვლით გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ქართული თაფლი და თაფლიანი წყალი, რომელიც უნიკალური პროდუქტია“, - ამბობს სულაბერიძე.
ცნობისთვის, „ზზიპი“ თაფლის შემცველი პროდუქტების მწარმოებელი კომპანია. ადგილობრივებისგან შეძენილი თაფლი ჩამოსხმამდე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. პროდუქტი საქართველოს ბაზარზე 2 კაფე-მაღაზიით არის წარმოდგენილი. კომპანიაში დაახლოებით 10 თანამშრომელია დასაქმებული.
უახლესი
20 წუთის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა