დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Swarovski რუსეთის ბაზარს ტოვებს

Swarovski რუსეთის ბაზარს ტოვებს

10-03-2023 09:21:02

„ავსტრიულმა Swarovski-მ გადაწყვიტა მთლიანად შეწყვიტოს რუსეთში მუშაობა“, - ამის შესახებ გენერალურმა დირექტორმა ალექსის ნაზარმა განაცხადა. 

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Swarovski-ს გასვლა რუსული ბაზრიდან „ორგანიზებულად და ყველა მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ეკონომიკური სანქციებისა და სხვა სავაჭრო შეზღუდვების შესაბამისად განხორციელდება“.

ნაზარმა არ დააკონკრეტა რუსეთში ბიზნესის შეწყვეტის ზუსტი თარიღი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Swarovski დახურა 12 მაღაზია რუსეთში და შეწყვიტა ონლაინ გაყიდვები ქვეყანაში, მაგრამ ბაზრიდან სრულად არ გასულა. 

Swarovski მინის კრისტალებით სამკაულების ქმნის - სინთეტიკური და ბუნებრივი ძვირფასი ქვების ჭრით. კომპანია ასევე აწარმოებს ოპტიკურ აღჭურვილობას, მზა ნათურებსა და ჭაღებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები