ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიქმნა, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ სარეკომენდაციო დოკუმენტს.
აღნიშნული დოკუმენტი შექმნილია ტურიზმის მდგრადი განვითარების საჭიროებებისა და ქმედებების განსასაზღვრად, და წარმოადგენს გზამკვლევს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, მუნიციპალური და ეროვნული დაინტერესებული მხარეებისთვის, სვანეთის DMO-სთვის და განვთარების სააგენტოებისთვის.
ერთ წლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ნაშრომში გაერთიანებულია ორი კომპონენტი: კვლევა და ანალიზი და ასევე რეგიონის განვითარების სტრატეგიის ხედვა და სამოქმედო გეგმა.
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა" ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა