24/7 -ზე მომუშავე მაღაზიებს შეზღუდული გრაფიკით მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება. ამის მიზეზი კადრების დეფიციტია. იმის გამო, რომ ღამის საათებში რეალიზაცია ნაკლებია, ხოლო თანამშრომლებისთვის მეტის გადახდა უწევთ, ბიზნესი ზარალიანია. აღნიშნულთან დაკავშირებით, Busiess Insider Georgia-ს რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტენდენცია გაგრძელდება და მაღაზიების უმეტესობა ღამის საათებში არ იმუშავებს.
„24-საათიანი გრაფიკით მომუშავე ბევრი მაღაზია დაიხურა იმის გამო, რომ კადრის მოძიება ვერ ხერხდებოდა. მეტი ანაზღაურება აქვს მომსახურე პერსონალს ღამის ცვლაში, თუმცა პროდუქტის რეალიზაცია ამ მონაკვეთში ნაკლებადაა და მომუშავე ობიექტის მფლობელი ზარალშია. სამწუხაროდ, ტენდენცია გამოკვეთილია და 24/7 -ზე მომუშავე მაღაზიებს შეზღუდული გრაფიკით მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება", - ამბობს სოფიო ქაშაკიშვილი.
მისი თქმით, დღესდღეობით ძალიან ბევრი სექტორი განიცდის კადრების დეფიციტს, რაც მოსახლეობის გადინების პროცესს უკავშირდება.
„მწვავედ დგას კადრების პრობლემა. ყველა რგოლს ეხება, მაგრამ განსაკუთრებით ჭირს დარბაზის თანამშრომლის პოზიციაზე კადრის შოვნა. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით გაუმჯობესდა შრომის პირობები, საბაზისო ხელფასიც თითქმის 20% -ით არის გაზრდილი, პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა. ამის მიზეზი გარკვეულწილად შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებაა. გამონაკლისი არ ვართ, ჰორეკა სექტორშიც ანალოგიური სიტუაციაა", - ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი Busiess Insider Georgia-თან.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება