2023 წელს სტამბოლში ინფლაციამ 74,88% შეადგინა, რაც ცენტრალური ბანკის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს თითქმის 10%-ით აღემატება. ამ მონაცემებს სტამბულის სავაჭრო პალატა ავრცელებს.
თურქეთისთვის, მრავალმილიონიანი სტამბოლის ფასებთან დაკავშირებული მდგომარეობა ეკონომიკის მდგომარეობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან ამ ქალაქში და სტამბოლის რეგიონის მასშტაბით განლაგებულია საწარმოო და ლოგისტიკური ობიექტების დიდი რაოდენობა.
სტამბოლში საცალო ფასები 74,88%-ით გაიზარდა, ხოლო საბითუმო 62,77%-ით. უფრო მეტიც, მხოლოდ დეკემბერში საქონლისა და მომსახურების ღირებულება საშუალოდ 3,52%-ით გაძვირდა. ყველაზე მეტად (5.15%) ფასები ჯანდაცვისა და პირადი მოვლის საშუალებებზე გაიზარდა. კულტურულ ღონისძიებებზე, განათლებასა და გართობაზე ფასები 5.1%-ით გაიზარდა, ხოლო სურსათზე ფასები დეკემბერში 4,9%-ით გაიზარდა, საცხოვრებელი სახლები 2,46%-ით.
დეკემბერში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ინფლაცია ქვეყანაში 2023 წლის ბოლოს 65,39%-ზე იქნებოდა. თურქეთის ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოსთვის 4,22%-ზე იყო პროგნოზირებული. ამ ფონზე, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებმა დეკემბრის ბოლოს რეკორდულ 145,4 მილიარდ დოლარს მიაღწია.
უახლესი