დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სრულ შესაბამისობაში ვოპერირებთ აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციებთან - "პეისერა ბანკი"

სრულ შესაბამისობაში ვოპერირებთ აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციებთან - "პეისერა ბანკი"

20-09-2023 18:50:15

ევროპული ციფრული ბანკის „პეისერა ბანკი საქართველოს“ განცხადებით, საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან სრულად შესაბამისობაში ოპერირებას განაგრძობენ.

„პეისერა ბანკი საქართველო“, როგორც ევროპული ბანკი, სრულად შესაბამისობაში ოპერირებს საერთაშორისო პარტნიორების, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებთან. „პეისერა ბანკის“ მიერ საქართველოში გახსნილი ანგარიშები ინტეგრირებულია ერთიანი ევროს გადახდის სისტემაში (SEPA), რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სანქციების გათვალისწინებას“, - ნათქვამია „პეისერა ბანკი საქართველოს“ განცხადებაში.

მანამდე საქართველოს 6-მა მსხვილმა კომერციულმა ბანკმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერას განაგრძობენ. 

შესაბამისი განცხადება გაავრცელა ქართუ ბანკმაც. 

19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. რომლის თანახმადაც სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.

18 სექტემბერს სებ-ის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები