დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
“შუქრუთის აქციის მონაწილეები კომპენსაციის აღების ფაქტებს უარყოფენ, რაც სიცრუეა,” CMC-ი

“შუქრუთის აქციის მონაწილეები კომპენსაციის აღების ფაქტებს უარყოფენ, რაც სიცრუეა,” CMC-ი

12-09-2024 21:20:00

შუქრუთის აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც უკვე 6 თვეა, რაც ჭიათურაში შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები გადაკეტეს და პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს, სრულად აქვთ მიღებული საკომპენსაციო თანხები. თითოეული მათგანი უარყოფს ჩარიცხვის ფაქტს და ამბობს, რომ დოკუმენტი გაყალბებულია, რაც მიზანმიმართული ტყუილია.

დღემდე კომპანიამ 13 მილიონ ლარამდე მეტი გასცა კომპენსაციის სახით, ხოლო აქციის ორგანიზატორებმა უკვე სრულად აიღეს კომპენსაციები.

მათ შორის:

გიორგი ნეფარიძე - 96,814 ლარი, მისი და მისი ოჯახის სახელზე.

ჯანიკო ლაბაძე - 195,738 ლარი.

თამარ კუპატაძე - 117,097 ლარი.

რომან მეგრელიშვილი - 105,031 ლარი.

ზვიად პაპიძე - 85,000 ლარი.

გიორგი ბიწაძე - 26,094 ლარი.

ამირან შეყილაძე - 88,099 ლარი.

გარდა ამისა, ვასაჯაროებთ ჩარიცხვის დამადასტურებელ საბანკო ამონაწერებს.

აშკარაა, რომ აქციის მონაწილეები რადიკალური ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც შანტაჟის გზით ცდილობენ კომპანიიდან დამატებითი თანხების გამოძალვას.

აქციის რამდენიმე მონაწილეს საკომპენსაციო თანხა ჯერ არ მიუღია, რადგან შუქრუთის მოსახლეობა სამ კატეგორიად იყოფა. პირველ რიგში კომპენსაციები გაიცემა ყველაზე მეტად დაზარალებულ პირებზე, რომლებიც პირველ კატეგორიაში არიან. შესაბამისად, მათ, ვისაც კომპენსაცია ჯერ არ მიუღია, მეორე ან მესამე კატეგორიაში არიან და ელიან საკუთარ რიგს.

სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვებითი სამუშაოები 1960-იან წლებში დაიწყო და 1990 წლამდე მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ხდებოდა სოფლის ქვემოთ მიწის გამომუშავება, რაც დღეს იწვევს მიწის ჩამოშლას და სახლებზე ბზარების გაჩენას.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შუქრუთის ტერიტორიაზე არასოდეს უმუშავია. 2019 წელს სოფლის მოსახლეობამ სახლების დაზიანების საკითხზე პროტესტი გამოთქვა, რაც საბჭოთა პერიოდის მოპოვებითი სამუშაოების შედეგი იყო. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, კომპანიამ გადაწყვიტა, სოციალურ-ეკონომიკური ფონის შესამსუბუქებლად დაეწყო კომპენსაციების გაცემა და 2020 წელს გაფორმებული მემორანდუმით შეთანხმდა, რომ სამომავლოდ სამთო-მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებდა შუქრუთის ტერიტორიაზე.

კომპანიას დღემდე არ უმუშავია სოფლის ტერიტორიაზე და არ ჰქონია შეხება ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებთან.

 

 

CMC

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები