ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ გაასაჩივრონ [კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება] სასამართლოში და ამტკიცონ თავიანთი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა, სადაც ცხადად ვხედავთ იმ შეთანხმებულ ქმედებებს, რაც იმ კომპანიებს შორის იყო და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე, ბიუჯეტიდან რომ მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა, ზოგ შემთხვევაში 3-4-ჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები.
„სამწუხაროდ, ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე რადგან, ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. შესაბამისად, ამას რეაგირება მოჰყვა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან და იმ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით რაც ჩვენ წარმოვადგინეთ ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში, კონკურენციის სააგენტოში.
ასევე ძალიან ცხადია, რომ ამ კომპანიების მხრიდან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კონკურენციის სააგენტოში, რაც უწყებას მისცემდა განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას და ასეთი ფაქტი სამწუხაროდ დადასტურდა.
ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ, იმედი მაქვს, რომ ასეთი ფაქტი ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდება. თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით ვართ და ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი გვაქვს შექმნილი. ყოველდღიურად მონიტორინგს ვუწევთ, როგორც ონკოლოგიურ, ისე ნებისმიერი მედიკამენტების ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე. ასევე ვაკონტროლებთ მათ ნაშთებს, რათა ხელოვნური დეფიციტის პრევენცია მოვახდინოთ და 2024 წლიდან ონკოლოგიური მედიკამენტების ვალდებულებას სახელმწიფო იღებს მთლიანად და იანვრიდან პირდაპირ კონტრაქტებით მივაწვდით მომხმარებელს.
2023 წლის 29 დეკემბერს კონკურენციის სააგენტომ, ოთხი ფარმაცევტული კომპანია ჯამში ₾53 მილიონით დააჯარიმა. ავერსი: 14 402 425 ლარი; გეფა: 20 349 336 ლარი; პსპ: 17 094 872 ლარი; მერმისი: 951 301 ლარი.
საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
უახლესი
3 საათის წინ
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები იზრდება4 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფორთოხალს ყიდულობს7 საათის წინ
რატომ უნდა აღნიშნო დაბადების დღე Wendy's-ში