კომპანია „კამბეჩოვანი“, რომელიც 24 დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი ექსპორტისთვის ემზადება.
„შესაძლოა, ჩინეთი იყოს პირველი ბაზარი, სადაც ექსპორტზე გავალთ“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა ომარ ჯანჯღავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ახლახან კომპანიის პროდუქცია ჩინეთში, შანხაიში გამოფენაზე იყო წარმოდგენილი და დიდი ინტერესი გამოიწვია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარესთან, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი მეტ დეტალს ჯერ არ ასაჯაროებს.
„კამბეჩოვანი“ დაარსდა 2011 წელს. ძირითადი ჩვენი მიმართულება იყო კაკალი ჩანდლერი და სხვა და სხვა ბაღები. ვაწარმოებდით მცირე რაოდენობით ვაშლს, ქლიავს, ფსტას, უეკლო მაყვალს.
2022 წელს განვავითარეთ შეფუთვების მიმართულება. დავიწყეთ ქართული მოხალული თხილით და შემდეგ მივამატეთ აჯიკა, სუნელები, პომიდვრის წვენი. ასევე გვაქვს 4 ახალი პროდუქტი - ეთერზეთები და ჩვენივე მეურნეობის ვაშლის ძმარი.
ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და ვცდილობთ საექსპორტო მიმართულების განვითარებას. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ხარისხი“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
„კამბეჩოვანის“ პროდუქცია წარმოდგენილია ქსელურ მარკეტებში - „გუდვილში“, „ვან პრაისში“, „ნოსტეს“ ქსელში, „ფრესკოსა“ და მცირე აგრომარკეტებში, „ჯიბეში“ და ექსპრეს ქსელებში.
კომპანიაში, რომელიც თბილისში მცირე საწარმო აქვს 20-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
8 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს