დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი კომპანიის ერთწლიან საქმიანობას აფასებს

„შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი კომპანიის ერთწლიან საქმიანობას აფასებს

25-10-2024 17:00:00

შაინ ენერჯისდამფუძნებელი ნინა გადელია Business Insider Georgia-სთან კომპანიის ერთწლიან საქმიანობას აფასებს.

ნინა გადელია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს კომპანიის მიერ ჯამურად გაშვებული სიმძლავრე 6 მეგავატს აღწევს, მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე, სიმძლავრის მოცულობა 2025 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება.

შაინ ენერჯისდამფუძნებელი ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნასაც აფასებს და  ამბობს,  რომ გასულ წელთან შედარებით, მომართვიანობა გაზრდილია.

ექსპულატაციაში ჯამურად 6 მეგავატის სიმძლავრის სადგურებს გავუშვებთ, ვფიქრობ, ეს ერთი წლის კომპანიისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. ამ დროისთვის, დამატებით 25-30 მეგავატამდე პროექტებზე ვმუშაობთ, თუმცა მათი დასრულება წელს ვერ მოესწრება და 2025 წელზე გადავა.

მოთხოვნას რაც შეეხება, საერთო სურათით თუ ვიმსჯელებთ, მიმდინარე წლის მოთხოვნამ გასული წლების მომართვიანობას გადააჭარბა. აქამდე თუ მომხმარებლისთვის ახსნა გვიწევდა, თუ რა არის მზის პანელი და რა ბენეფიტები აქვს მას - ახლა ეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია; მომხმარებელი სრულად ინფორმირებული გვიკავშირდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ აქამდე მომხმარებლებს შორის ძირითადად ქარხნები, სასაწყობე მეურნეობები ჭარბობდნენ - დღეს მზის პანელების მონტაჟით ნებისმიერი ტიპის კომპანია ინტერესდება“ - ამბობსშაინ ენერჯისდამფუძნებელი.

ნინა გადელიაშაინ ენერჯისსიახლეზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა პროექტების განხორციელების ვადა.

ჩვენ შევძელით, რომ მზის პანელებისა და მოდულების შემოტანასთან დაკავშირებით ლოდინი აღარ გვიწევს. პროდუქცია სულ მარაგშია, ჩვენთან მოსულმა კონტრაქტორმა იცის, რომ პროექტი მოკლე ვადებში განხორციელდება. ამ მიმართულებით დროის დაზოგვა მნიშვნელოვანია, რადგან სამშენებლო პროცესს, მაქსიმალური სიმძლავრის შემთხვევაში დაახლოებით 20-25 დღემდე სჭირდება. შესაბამისად, ნედლეულის მუდმივად მარაგში ქონა  სამუშაოებს მკვეთრად ამარტივებს“ - განმარტავს ნინა გადელია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები