პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, პირველი სექტემბრიდან საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი ფინანსური ანგარიშების მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ „ანტიკორუფციული ბიუროსთვის” წარდგენის ვალდებულება ექნებათ.
ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი.
„ანტიკორუფციული ბიუროსთვის” წარდგენილი ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ხარჯების, შემოსავლებისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.
პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიის (შემდგომ − პარტია), განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის მიზნებისთვის ანგარიშგების წესს. მუხლი 2. წლიური საფინანსო დეკლარაცია 1. წლიური საფინანსო დეკლარაცია მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) შემოწირულებები და საწევრო შენატანები – ფორმა №1; ბ) შემოსავლები (საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა) – ფორმა №2; გ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3; დ) ხარჯები (საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯების გარდა) – ფორმა №4; ე) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №4.1; ვ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) – ფორმა №4.2; ზ) მივლინებები – ფორმა №4.3; თ) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (შრომის ანაზღაურების გარდა) – ფორმა №4.4; ი) რეკლამის ხარჯი – ფორმა №4.5; კ) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5; ლ) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1. მ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) – ფორმა №5.2; ნ) მივლინებები – ფორმა №5.3; ო) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (შრომის ანაზღაურების გარდა) – ფორმა №5.4; პ) რეკლამის ხარჯი – ფორმა №5.5; ჟ) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №6; რ) საბანკო ანგარიშები – ფორმა №7; ს) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №7.1; ტ) არაფინანსური აქტივები – ფორმა №8; უ) უძრავი ქონების რეესტრი – №8.1; ფ) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №8.2; ქ) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №8.3; ღ) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა № 9; ყ) სესხი/კრედიტი – 9.1; შ) შემაჯამებელი ფორმა. |
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში სამი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე. ანტიკორუფციულ ბიუროს რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.
უახლესი