ქვეყანაში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4,6%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6 405 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,6%-იან ზრდას ნიშნავს.
საგულისხმოა, რომ სექტემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 13 945.7 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11,6%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი
3 საათის წინ
9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა