დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ში დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის, განვითარებისა და ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის ოფისების დელეგაციებს უმასპინძლეს

სებ-ში დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის, განვითარებისა და ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის ოფისების დელეგაციებს უმასპინძლეს

25-07-2024 15:24:00

საქართველოს ეროვნულ ბანკს ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის, განვითარებისა (FCDO) და ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის (OFSI) ოფისების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.


ვიზიტის ფარგლებში FCDO-ს და OFSI-ის წარმომადგენლებსა და სებ-ის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის ოფისის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, სანქციების იმპლემენტაციის და შესრულების ზედამხედველობისა და დანერგილი კონტროლის მექანიზმების თაობაზე გამოცდილება გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს (FCA) წარმომადგენლები. შეხვედრისას განიხილეს სააგენტოს საქმიანობა და  მის წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე, ისაუბრეს ვირტუალური აქტივების პროვაიდერების რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში არსებულ გამოცდილებაზე.

თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ისაუბრეს საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და რისკების მართვის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე. სტუმრებს დეტალურად გააცნეს  გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები.
მხარეები, აქტიური თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის და ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის ოფისის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები