სებ-მა სესხის გამცემი სუბიექტი „ლაქი გრუპ“-ი 51 ათასი ლარით დააჯარიმა. სებ-ის ინფორმაციით, სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. საქართველოს ეროვნულ ბანკში შპს „ლაქი გრუპ“-ის (ს/ნ 406269675) სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წლის 26 თებერვალს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების - პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ანგარიშვალდებული პირს, რომელსაც საქმიანობა დაწყებული აქვს ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინონ აღრიცხვის შევსებული ფორმა. ანგარიშვალდებულ პირს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესაბამისი აღრიცხვის ფორმა უნდა წარედგინა 2020 წლის 20 ნოემბრამდე, თუმცა სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა განხორციელდა 2021 წლის 20 იანვარს. შესაბამისად დგინდება, რომ სესხის გამცემი სუბიექტის შპს „ლაქი გრუპ“-ის მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
„სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის 3 შემთხვევა და დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით (დაგვიანებით) წარმოდგენის 4 შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში - სულ 14,000 ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ერთი კლიენტისათვის რისკის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით;
სესხის გამცემ სუბიექტში დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, კერძოდ არ გააჩნია საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის ფუნქციონალი და ვერ ახორციელებს პოლიტიკურად აქტიურ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში პირების ავტომატურ გადამოწმებას. რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაფიქსირდა 4 (ოთხი) კლიენტთან მიმართებაში საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დაუდგენლობა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში - სულ 8,000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურა ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის, მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ერთ კლიენტს არ ქონდა მინიჭებული რისკის დონე, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით;
სესხის გამცემ სუბიექტს შპს „ლაქი გრუპ“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 51,000 ლარის ოდენობით“, - აცხადებენ სებ-ში.
უახლესი
12 წუთის წინ
ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალია1 საათის წინ
„ველეულა“ ასორტიმენტს აფართოებს2 საათის წინ
თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო