პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე მედიასთან ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რიმელსაც გასულ კვირას პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
„სებ-ის შესახებ კანონპროექტმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში, საზოგადოებაშიც და ექსპერტებშიც.
ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი თავიდან უნდა იყოს განხილული უმრავლესობის გუნდში. ასევე ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის მოსაზრებები და პოზიციები ამ მიმართულებით“, - აღნიშნა კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს დაამტკიცა.
უახლესი
14 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება1 დღის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად