დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საუკეთესო ქართული საჩუქარი“ -  როგორია Emocia Wines-ის განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები

„საუკეთესო ქართული საჩუქარი“ - როგორია Emocia Wines-ის განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები

10-02-2025 16:00:00

Emocia Wines • ღვინის ემოცია-მ საქმიანობა ყურძნის ბროშის წარმოებით დაიწყო, ეტაპობრივად ასორტიმენტი გაზარდა და დღეს კომპანია საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რომღვინის ემოციასაუკეთესო ქართული საჩუქრების მაღაზია გახდეს.

ყველაფერი  დაიწყო ყურძნის ბროშებით. პირველი ბროში სასტუმრო Radisson-ში იყიდა ერთ-ერთმა ცნობილმა დიპლომატმა. როდესაც მან ეს ბროში გაიკეთა, შემდგომ ჩამოყალიბდა ისე, რომ ყველა ცნობილი სახე, ელჩები, დიპლომატები ასეთ ბროშს ყიდულობდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით საქართველოში მოღვაწე ქალბატონ ელჩებს და ქართველ ელჩებს საზღვარგარეთ, თითქმის ყველას, აქვს ჩვენი ბროში. შემდგომ შეიქმნა სუვენირები. ვინც საქართველოში ჩამოდი ან ჩვენგან მიდის დელეგაცია, ყველას მიაქვს  ჩვენი სუვენირი. ასევე, გვაქვს ბრინჯაოს მიმართულებით სამკაული, რომელიც არის ქვევრი, საქართველო და ვაზის ფოთოლი. ესეც სიმბოლურია, რომელსაც თავისი ხის ზარდახშა მოჰყვება, ასევე აქვს პასპორტი. მინდა აღვნიშნო, რომ პასპორტებში წერია საქართველოზე ძალიან მნიშვნელოვანი ცნობები. მაგალითად, აღნიშნულია, რომ 8000 წელია ღვინის სამშობლო ვართ, 525-ზე მეტი ჯიშის ყურძენი გვაქვს, „ჩაკრულო“, რომ კოსმოსში გაიგზავნა და სხვა. რაც ჩვენზე ადამიანს წარმოდგენას სწრაფად უქმნის. ამიტომ ვამბობთ, რომ გარკვეულწილად ელჩები ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა საუკეთესო კუთხით დავანახოთ უცხოელებსაც. გარდა ამისა, გვაქვს ასევე აბრეშუმის შარფები, რომელზეც არის გამოსახული გაყინული ღვინის წვეთი მიკროსკოპის ქვეშ პოლარიზებული ნათებით, რომელიც არის სულ სხვა ფერი და სხვანაირად ბზინავს - ეს პრინტია გადმოტანილი. მსგავი შარფი არსად არ არის. ეს არის ჩვენი კრეატივის ნიმუში და მხოლოდ ჩვენთან იყიდება, ასევე გვაქვს ღვინის დეგუსტაციის ჩანთა - ნახატი, რომელზეც არის ალაზნის ველის და კავკასიონის ეპიზოდი, ვენახის ეპიზოდი. მოჰყვება 2 ღვინის ბოკალი საკმაოდ კარგი ხარისხის დეგუსტაციისთვის. ასევე, გვაქვს მაისურები და ჩანთები, სადაც ღვინის კრისტალების პრინტით საქართველოსა და ქვევრის ფორმებია გადატანილი. ვგეგმავთ, გავაკეთოთ სხვადასხვა პროდუქტები ღვინის თემატიკით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ შეფუთვას და პასპორტს იმიტომ რომ პირველი ემოცია იწყება შეფუთვიდან“, - აღნიშნავს თამარ აბულაძე.

კომპანიის მთავარ უპირატესობად დამფუძნებელი მომხმარებლებისადმი დამოკიდებულებას, გულწრფელობას, კრეატივსა და ხარისხს მიიჩნევს.

ყველაფერი თავიდან ისე დაიწყო, რომ ემოციით შექმნილი ბიზნესი იყო - ამიტომ ჰქვიაღვინის ემოცია“. ძალიან გვიყარს ჩვენი მომხმარებელი და ძალიან დიდ პატივს ვცემთ მათ, მუდამ ვზრუნავთ იმაზე თუ რა მოეწონებათ, რა ესიამოვნებათ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ეს მოპყრობა, ურთიერთობა და დამოკიდებულებაა მომხმარებლის მიმართ. დღეს მომსახურების სფერო არ გამოირჩევა მაღალი დონის სერვისით, ვიტყოდი მე თვითონ როგორც მომხმარებელი. ჩვენთვის მომხმარებელი არის ყოველთვის მართალი. თუმცა 5 წლიანი ოპერირების ფარგლებში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს არ გვქონია კონფლიქტური სიტუაცია მომხმარებელთან. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა. მეორე არის გულწრფელობა, ყოველთვის ვართ მართლები იმ მიმართებაში რომ რეალურად იმაზე ნაკლებს არ იღებს მომხმარებელი. პირიქით, სულ გვწერენ, რომ მოლოდინს გადააჭარბა და რეალურად პროდუქტი უფრო მეტად ლამაზია, ვიდრე სურათში იყო. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია და სასიხარულოა. გვყავს ძალიან ბევრი ერთგული, ლოიალური მომხმარებელი, რომელიც მუდამ ჩვენთან ყიდულობს საჩუქრებს და სიამოვნებით გვიწევს რეკომენდაციას. ეს არის ის ნიუანსები პროდუქტის მიღმა, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი ბაზა, რაზეც არის აგებული კომპანია და შემდგომ არის უკვე ჩვენი კრეატივი. საქართველოში რაღაც შემოვა, გახდება ტრენდული და შემდეგ ყველა კომპანია მუშაობს ამ ტრენდულ მიმართულებაზე. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის  ვაზი და ყურძენი, რომელიც ბაზარზე უალტერნატივოა ამ ფორმით რა ფორმითაც ჩვენ ვთავაზობთ. ქართული, ღვინის თემატიკაა, მაგრამ არა ძალიან თავზე მოხვეული იმ ხალხისთვის ვისაც ღვინო არ უყვარს, ან ვისი აღმსარებლობაც ალკოჰოლს არ უშვებს. ჩვენი საჩუქრები დუბაის შეიხს აჩუქეს. ყურძენი, ქვევრი და ასე შემდეგ. ოღონდ მან ეს აღიქვა როგორც ყურძენი. ამ ნიუანსებზეც ვფიქრობთ. ყველაფერში დევს მხოლოდ ჩვენი კრეატივი. ვერ ნახავთ პლაგიატს, ან საიდანღაც აღებულ იდეას, ან მიმბაძველობას. შესაბამისად, ეს გამოგვარჩევს სხვებისგან. კი გვყავს რა თქმა უნდა სუვენირების დარგში კონკურენტი, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი და სამომავლო გეგმა არის ვიყოთ ნომერ პირველი, საუკეთესო ქართული საჩუქრის მაღაზია. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, რომ ეს ნიშა გვქონდეს დაკავებული იმ ყველა ღირებულების გათვალისწინებთ, რაზეც ვისაუბრეთ - მომხმარებლისადმი დამოკიდებულება, ერთგულება, კრეატივი ხარისხი ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“,- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები