საქართველო-ჩინეთს შორის რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობა ბოლო დროს უფრო და უფრო მზარდია და ამავდროულად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გადაზიდვების სექტორში.
სტატისტიკის მიხედვით გადაზიდვების მნიშვნელოვანი წილიც ქვეყანაში სწორედ ჩინეთზე მოდის. საქსტატის მონაცემებით 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.3 პროცენტი შეადგინა. პირველ ხუთეულში კი ჩინეთი (266 499.7 მლნ. აშშ დოლარით) შედის.
კომპანია Kairos Logistics უკვე 10 წელზე მეტია ბაზრაზე წარმატებით ოპერირებს და მომხმარებელს სრულ ლოგისტიკურ სერვისს სთავაზობს. Kairos Logistics -ის გაყიდვების გუნდის ხელმძვანელი შოთა ავალიანი Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ მიმდინარე პერიოდში კომპანიაში გადაზიდვების დიდი წილი სწორედ ჩინეთიდან სარკინიგზო და სახმელეთო გზით ხორციელდება, რაც დიდწილად განპირობებულია წითელ ზღვისა და ჩრდილოედის დერეფნის შეფერხებების შედეგად.
„ჩინეთის საკითხი ნამდვილად აქტუალურია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, როგორც იმპორტ-ექსპორტზე ისე ტრანზიტულ გადაზიდვებზე, მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობებები. ამ კონკრეტულ პერიოდში ძალიან აქტუალურია სარკინიგზო გადაზიდვები ვინაიდან ამ შემთხვევაში სატრანზიტო პერიოდი 25-30 დღეა, ასევე ძალიან მოთხოვნადი გახდა სახმელეთო გზით შერეული ტვირთების იმპორტი ჩინეთიდან, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია,
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სწორედ სახმელეთო გზით ჩინეთიდან შერეული ტვირთების იმპორტის განვითარებაა. რაც შეეხება საზღვაო გადაზიდვებს, სატრანზიტო პერიოდისა და ტარიფების მატების ფონზე ბუნებრივია მისი მოცულობები გადანაწილდა სარკინიგზო და სახმელეთო მიმართულებებზეც, ხოლო რაც შეეხება ტარიფებს, სატრანზიტო ვადებში დიდი სხვაობის მიუხედავად ტარიფებში მნიშვნელოვანი სხვაობა არ გვაქვს. გარდა უშუალოდ ტრანსპორტირებისა, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ ლოგისტიკურ სერვისს, რაც მოიცავს პირველ ეტაპზე ჩინურ მხარესთან შეთანხმებით იმპორტის დაგეგმვას, ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველომდე, ხოლო შემდგომ საბროკერო და სასაწყობე მომსახურებას ჩვენს ახალ, A კლასის საბაჟო საწყობში თბილისის გეზთან. საბაჟო საწყობის მთავარი უპირატესობა კი ის არის რომ , რომ იმპორტისთანავე კომპანიას არ აქვს განბაჟებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების გაღების ვალდებულება.
ამ სქემით ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან როგორებიცაა: Nikora Trade, Tegeta Holding, Global Beer, ICR, Knauf Georgia, IDS Borjomi, Askaneli, Maxterm და ა.შ“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან, 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს სახმელეთო,საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 პარტნიორებს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებასთან ერთად სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სინთეზსაც სთავაზობს, კომპლექსური და დროში ორგანიზებული გადაზიდვებისთვის, რითაც ბუნებრივია რისკების შემცირებაც შესაძლებელი ხდება და გადაზიდვების პროცესიც ბევრად ეფექტურია.
უახლესი
7 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება