საპენსიო სისტემა არის მდგრადი და წარმატებით ფუნქციონირებს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემამ კარგად იმუშაოს.
საპენსიო სისტემის მაჩვენებლების გარდა რუბრიკის ავტორმა ისაუბრა ასევე ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ეკონომიკურ კალენდარზეც.
„გასული კვირის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ შეეხებოდა ეკონომიკურ ზრდას. აპრილის ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებელზეა და 11.8%-ი შეადგინა. რაც მნიშვნელოვანია, რადგანაც მიმდინარე წლის განმავლობაში ორნიშნა მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა და რამაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ზე დააფიქსირა, რაც ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზზე მაღალია.
ძირითადად პროგნოზების გადახედვა ხდება მეორე კვარტლის შემდგომ, მათ შორის „ჯეფემი“, გაეროს მსოფლიო ეკონომიკურ მოდელებზე შექმნილი ქართული პროგნოზი, რომელსაც ჩვენ ვნახავთ მეორე კვარტლის შემდგომ. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში თავისი წვლილი კვლავ შეიტანა სამეცნიერო-ტექნიკურმა მიმართულებამ.
Business Insider Georgia-ს კალენდრის მიხედვით საკმაოდ საინტერესო კვირაა, შევიტყობთ რამდენიმე მნიშვნელოვან საინტერესო ფაქტს, მათ შორის თითოეული ჩვენგანისთვის საინტერესო პროცესს ინფლაციას. სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც გამოქვეყნდება დღეს და ჩვენ გვექნება ინფორმაცია ინფლაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თან მოჰყვება ინფორმაცია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსის შესახებ და მშენებლობის ღირებულების ინდექსის შესახებ. მოკლედ ფასების კვირაა, შეიძლება ასეც ითქვას.
დღეს ჩვენი მთავარი თემა დაგროვებითი პენსიაა. 31 იანვრის მდგომარეობით 4,5 მლრდ ლარია ამ კუთხით აკუმულირებული, სადაც 700 მლნ არის მოგების მაჩვენებელი.
2023 წლის მდგომარეობით 4.4 მლრდ ლარი იყო თანხა, რომელიც საინვესტიციო მიზნებისთვის არის განკუთვნილი. სქემაში დამსაქმებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. იზრდება ასევე სქემაში გაწევრიანებულთა რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო პენსია წლიდან წლამდე იზრდება.
საპენსიო ფონდში შენატანების მიხედვით კერძო სექტორი დომინირებს. იზრდება წლიდან წლამდე კერძო სექტორის შენატანები. ზრდის მაჩვენებელი აქვს სახელმწიფო სექტორსაც, მაგრამ დომინანტი არის კერძო სექტორი. როდესაც საუბარია, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, რეალობა არის ასეთი, რომ კერძო სექტორი დომინირებს და ეს დომინაცია არის ჯანმრთელი პროცესი ეკონომიკის სტრუქტურისთვის.
ყოველთვის არის კითხვა საპენსიო სქემიდან გადიან თუ არა ადამიანები. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ 2019 წელს კანონმდებლობის მიხედვით ადამიანებს შეეძლოთ საპენსიო სქემიდან გასვლა და სწორედ 2019 წელსაა დაფიქსირებული ეს მაჩვენებელი. ძირითადი არიან ის ადამიანები, რომლებიც სქემიდან საკუთარი ნებით გავიდნენ, მაგრამ ახლა ნანაობენ კიდეც.
საპენსიო აქტივების დანიშვნის სტატისტიკას თუ დავაკვირდებით სახეზეა, რომ აქტიურად ხდება დაგროვებითი პენსიის გაცემა, როდესაც ამის საჭიროება არსებობს.მათ შორის ასაკის მიხედვით. დაგროვებით პენსიით ისარგებლა 9637 ადამიანმა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არსებული საპენსიო თანხებით უკვე ისარგებლეს.
საქართველოში დაგროვებითი პენსია არის ახალი და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს.
ყოველთვის არის კითხვა, თუ სად ხდება ჩვენი საპენსიო შენატანების განაწილება. ის საქართველოში განაწილებულია მათ შორის სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ასევე გლობალურ აქტივებში და გლობალურად 41.5%-ი სწორედ აშშ-ია განთავსებული.
საკმაოდ მყარ და სოლიდურ აქტივებში ხდება ჩვენი საპენსიო აქტივების გადანაწილება. თუ დავაკვირდებით საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობის მაჩვენებლებს, საპენსიო აქტივების მომგებიანობა დაყოფილია კონსერვატიულ, დაბალანსებულ და დინამიურ პორტფელებად. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ დაბალრისკიან, მაღალ რისკიან და საშუალი რისკიან პორტფელებად. ცხადია ყველა პორტფელს აქვს მოგების საკუთარი მაჩვენებელი.პირველად დაფიქსირდა, რომ საშუალო რისკიანი პორტფელი არის შედარებით მაღალი მოგების მატარებელი. ჯამში შეგვილია ვთქვათ, რომ საპენსიო სისტემა არის მდგრადი და წარმატებით ფუნქციონირებს. თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემად იმუშაოს კარგად“, - აღნიშნა გიორგი აბაიშვილმა.
უახლესი