შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. მაჩვენებელი იკვლევს დასაქმებულებს შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფ პირთა წილობრივ დონეს. ILO-ს შეფასებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 2,28%-ი იყო, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 10 წელიწადში სამუშაო სიღარიბის დონე ორ-ნახევარჯერ არის შემცირებული, ხოლო 2012 წელთან შედარებით თითქმის სამ-ნახევარჯერ.
ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მაჩვენებლები 2000 წლიდან 2023 წლის ჩათვლით. ირკვევა რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან იწყება. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო დასაქმებულთა 11 %, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც საშუალოწლიური თვალსაზრისით ყოველი მეათე დასაქმებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო.
სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2023 წლებში. ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონე საქართველოში საშუალოდ 3,3%-ს გაუთანაბრდა და შესაბამისად სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი ოცდამეათე დასაქმებული იყო. ბოლო, ანუ 2023 წლის მონაცემებით სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 2,28%-ა, ანუ საშუალოდ ყოველი 44
უახლესი
16 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI17 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა