დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Samsung ხუთი პოპულარული სმარტფონისთვის განახლებების გამოშვებას წყვეტს

Samsung ხუთი პოპულარული სმარტფონისთვის განახლებების გამოშვებას წყვეტს

10-11-2023 09:49:20

Samsung, რომელიც ცნობილია სმარტფონებისთვის საკმაოდ გრძელი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერით, ახლახანს განაცხადა, რომ შეწყვიტა ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების გამოშვება სმარტფონის ხუთი მოდელისა და ერთი ტაბლეტისთვის.
ეს სმარტფონებია Galaxy Fold (პირველი თაობის დასაკეცი ფლაგმანი),  Galaxy A20s, Galaxy A30s, Galaxy A50s და Galaxy A70s.
ასევე საუბარია ტაბლეტზე Galaxy Tab Active Pro, რომელიც კომპანიამ გაყიდვაში 2019 წლის ოქტომბერში ჩაეშვა.

კომპანია ასევე ამცირებს Galaxy M ხაზის ორი პოპულარული მოდელის - Galaxy M22-ისა და Galaxy M52 5G-ის განახლებების სიხშირეს. ეს მოწყობილობები მიიღებენ მხოლოდ ორ პროგრამულ განახლებას მომდევნო წლის განმავლობაში. ეს ასევე ნიშნავს, რომ Galaxy M22 და Galaxy M52  Android 14-ზე დაფუძნებულ One UI 6.0-ს ვეღარ მიიღებენ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები