დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამშენებლო მასალების სექტორის საკრედიტო პორტფელი ხასიათდება ვალდებულებების დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით - სებ-ის ანგარიში

სამშენებლო მასალების სექტორის საკრედიტო პორტფელი ხასიათდება ვალდებულებების დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით - სებ-ის ანგარიში

19-03-2025 12:00:00

სამშენებლო მასალების სექტორის საკრედიტო პორტფელი ხასიათდება ვალდებულებების დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით, -  ამის შესახებ სებ-ი სამშენებლო მასალების სექტორის კვლევაშია აღნიშნული, რომლის მიზანი საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორის ფინანსური მაჩვენებლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასებაა.

სებ-ის განმარტებით, 2020-2023 წლებში ეკონომიკურმა აქტივობამ და ძირითადი მასალების ფასების მატებამ განაპირობა სამშენებლო მასალების სექტორის ბრუნვის ზრდა. იმავდროულად, სამშენებლო მასალების სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, მაღალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით; ასევე, მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის სარემონტო კატეგორიაში ოპერირებად მოვაჭრე კომპანიებზე.
სამშენებლო მასალების კატეგორიასთან შედარებით, სარემონტო მასალების კატეგორიაში ოპერირებადი კომპანიები ხასიათდება უფრო მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლებით;
სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს
მდგრადობას და მიუთითებს ზრდის პოტენციალზე. 

სებ-ის მიერ გაკეთებული კვლევა მიზნის მისაღწევად დეტალურად გაანალიზდა ხსენებულ ეკონომიკურ სექტორში მოქმედი სუბიექტების სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლები. ძირითადი ფინანსური ინდიკატორების შეფასების შედეგად გამოვლინდა ის  ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სექტორში გაცემული ფინანსური ინსტრუმენტების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. კვლევაში ასევე წარმოდგენილია საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორის მოკლე სტატისტიკური მიმოხილვა, რომელიც შედარებულია გლობალური და ევროპული სამშენებლო მასალების სექტორების ანალოგიურ მაჩვენებლებთან. ნაშრომში მიმოხილულია სექტორის საკრედიტო პორტფელის და მისი ხარისხობრივი მახასიათებლების ტენდენციები. დასკვნის სახით კი წარმოდგენილია სამშენებლო მასალების ეკონომიკური სექტორის კვლევის შედეგად ფორმირებული ძირითადი მიგნებები და დასკვნები.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები