დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სალაშქრო ფესტივალს აჭარა ივლისის ბოლოს უმასპინძლებს

სალაშქრო ფესტივალს აჭარა ივლისის ბოლოს უმასპინძლებს

21-06-2024 16:16:00

პირველ სალაშქრო ფესტივალს აჭარა 23-28 ივლისს უმასპინძლებს. ფესტივალის მონაწილე 100-მდე მოლაშქრეს საშუალება ექნება აჭარის ალპურ ზონაში მდებარე 45 კილომეტრიანი მარშრუტი დალაშქროს. „ზღვიდან მთამდე“ ასე ჰქვია ფესტივალს, რომლის სალაშქრო მარშრუტი ჩირუხის მთიდან დაიწყება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს.

ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობებს, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალის მონაწილეებს რეგისტრაციის გავლა პირველი ივლისიდან ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival შეუძლიათ. აქვეა განთავსებული ინფორმაცია პროგრამის და დასალაშქრი მარშრუტის შესახებ. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები