საკომუნიკაციო აპლიკაციები დღეს ჩვენთვის იქცნენ მეგობრებთან თუ კოლეგებთან ურთიერთობის შემადგენელ ნაწილად და ხშირ შემთხვევაში ბევრისთვის ისინი მთავარ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენენ. თუმცა, მარტივი და სწრაფი კომუნიკაციის ეს საშუალებები, როგორიცა whatsApp, Signal, Viber და Telegram, ხშირად კიბერთაღლითების მიზანში ხვდება და საფრთხეს უქმნის მომხმარებლებს, რომლებმაც შესაძლოა მოტყუებით უნებლიედ გააზიარონ პერსონალური და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია ამ საკომუნიკაციო არხებით. სათანადო კიბერუსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე, აღნიშნული აპლიკაციების მომხმარებლები შესაძლოა ისეთი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორიცაა პირადი მონაცემების უნებართვო მოპოვება, მავნე კოდის გავრცელება და მუდმივად მზარდი ფიშინგ შეტევები. ამდენად, მნიშვნელოვანია დავინახოთ და გავიაზროთ ეს საფრთხეები და საბაზისო რეკომენდაციების გათვალისწინებით დავიცვათ ჩვენი ციფრული აქტივობა და მონაცემები.
ძირითადი თაღლითური სცენარები, რომელიც დღეს ჩვენთვის ნაცნობია და ხშირად გხვდება:
1. ფიშინგ შეტევა - ელ-ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილი შეტყობინებები მავნე ბმულებით, რომლის მეშვეობით თაღლითები მიმღების მოტყუებით ცდილობენ ფინანსური, საბარათე, სისტემური ინფორმაციის მოპოვებას.
2. მოგონილი ან ცნობილი კომპანიის სახელით სხვადასხვა შეთავაზება და ინფორმაციის გამოძალვა, მათ შორის ყალბი სამუშაოს შეთავაზება ან ჯგუფებში გაწევრიანება.
3. ტექნიკური მხარდაჭერა: თაღლიღები ხშირად გვევლინებიან, როგორც ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლები და ეცდებიან კონფიდენციალური ინფორმაციის მოტყუებით მოძიებას თქვენგან.
4. თქვენს ანგარიშზე ქმედებისკენ მოწოდება (ბოლო დროს გავრცელებული): თითქოს ამა თუ იმ საკომუნიკაციო აპლიკაციაში გარკვეული ქმედება გაქვთ აუცილებლად განსახორციელებელი, რომ უსაფრთხოება დაიცვათ, დაადასტუროთ ცვლილება და ა.შ.
5. ინვესტიციები და კრიპტოვალუტის ყალბი შეთავაზებები: ინვესტიციების ყალბი შეთავაზები არარეალურად მაღალი მოგების დაპირებით.
როგორ დავიცვათ თავი?
უახლესი
8 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო8 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე