პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, კანონპროექტში აისახა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება „ენერგოაუდიტორის" ტერმინს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის ვალდებულებიდან. კანონის მოქმედი რედაქციით, სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული ფართების 1% უნდა იყოს ენერგოეფექტური, ცვლილების თანახმად კი, ეს ფართობი 3 პროცენტით განისაზღვრება.
წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება ხორციელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" საქართველოს კანონშიც.
უახლესი
13 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა