დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფოს მიერ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის 40 მლნ ლარია ინვესტირებული

სახელმწიფოს მიერ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის 40 მლნ ლარია ინვესტირებული

15-10-2024 15:00:00

დღეისათვის, სახელმწიფოს მიერ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის 40 მლნ ლარია ინვესტირებული. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, შემდგომ აღნიშნული სატრაპების მხოლოდ ნაწილმა 0,5 მლრდ ლარის გენერირება მოახდინეს. 

„სტარტაპის მთელი შინაარსი არის, რომ ის საბოლოო ჯამში უნდა გადაიქცეს გლობალურ ბიზნესად. როდესაც ჩვენ ჩვენი ეკოსისტემის წარმატებულობაზე და მიმზიდველობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ეს გაზომვადია სტარტაპების წარმატებით. სტარტაპების და ეკოსისტემის წარმატება სხვადასხვა პარამეტრებით იზომება, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მაგალითად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან 40 მლნ ლარია ინვესტირებული სტარტაპებში. ამ სტარტაპების მხოლოდ ნაწილმა 0,5 მლრდ ლარზე მეტი დოვლათის გენერირება მოახდინეს - ინვესტიციების და შემოსავლების თვალსაზრისით. ეს არს რამდენიმე ათასი მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. ჩვენი კომპანიები, ჩვენი სტარტაპები ხდებიან გლობალური მოთამაშეები და ამის მაგალითები დღეს უკვე გაქვს“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები