დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ძებნილი, გაძევებული, საეჭვო, აკრძალვაზე მყოფი პირებისა და ასევე, სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის გამოვლენა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გარდა ამისა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, ხდება პირის იდენტიფიცირება და შესაბამის სამგზავრო დოკუმენტზე მოცემული ფოტოსურათის შედარება აღნიშნულ პირთან.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეფექტიანობისა და პრაქტიკაში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვის მიზნით, 2023 წელს, დავამტკიცეთ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი“, რომელიც ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს ფრონტექსის მიერ მიღებული მოდელის საბოლოო ვერსიის მიხედვით შემუშავდა. ამასთან, საზღვრის ინტეგრირებულ მართვაში ჩართულ პირებთან გამართული შეხვედრების შედეგად შეიქმნა და დავამტკიცეთ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელის დანერგვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის მთავარი მიზანი საზღვრის მართვის კონტექსტში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს შეიქმნა და პრაქტიკაში დაინერგა საქართველოდან გაძევებულ პირთა ანალიტიკური მოდული, რაც საზღვრის რისკის ანალიზის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
უახლესი
3 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა3 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება