დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში წარმოებული დრონებით ბრიტანეთის პოლიცია დაინტერესდა

საქართველოში წარმოებული დრონებით ბრიტანეთის პოლიცია დაინტერესდა

22-03-2023 14:31:39

კომპანია Missiya ადგილობრივი წარმოების დრონს წარმომადგენს. 

კომპანიის მიერ წარმოებული საფრენი აპარატები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: პოლიცია, სახანძრო, სამაშველო, ჯანდაცვა, სამეურნეო სფერო, მონიტორინგი…

„აპარატები გამოირჩევა არაერთი უნიკალური მახასიათებლით: დრონი აღჭურვილია 4G/LTE სისტემით, რაც უზრუნველყოფს აპარატის მოქმედებაში მოყვანას სხვა ქვეყნიდანაც კი;

Missiya-ს დრონებს უნიკალურს ხდის ასევე ფრენის ხანგრძლივობა - 45 წთ და ტვირთამწეობა - 6 კგ. სიჩქარე - 90 კმ/სთ; ვერტიკალური სვლა 4000 მეტრი. გააჩნია უნიკალური ძრავები, რომლის დახმარებითაც მიწიდან 130 მეტრში, აპარატი სრულიად შეუმჩნეველი ხდება. დრონი აღჭურვილია თერმული კამერით, რომელიც სამძებრო- სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენება; აქვს ხმოვანი მოწყობილობა“;- აცხადებენ კომპანიაში. 

საქართველოში დამზადებულმა დრონმა 2022 წელს, მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაზე. საფრენი აპარატით უკვე დაინტერესდა ბრიტანეთის ძალოვანი სტრუქტურა, შესყიდვისთვის ემზადება ბრიტანეთის პოლიცია.

კომპანია Missiya წელიწადზე მეტია არსებობს და ის აერთიანებს ქართველ ინჟინრებს. სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, კომპანია აგრძელებს მუშაობას დეველოპერებთან.

„პულმან- აქსის თაუერსის” საგამოფენო სივრცეში, 25 მარტს საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება. დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს, ქართველი ინჟინრების მიერ პროექტირებული უპილოტო (დაპილოტირებადი) უნივერსალური დრონები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები