საქართველო 2024 წლიდან „ევრო 5“-ის სტანდარტზე დაბალი ავტომობილების იმპორტს აკრძალავს. ეს საკითხი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
„ევრო-5“ არის გარემოსდაცვითი სტანდარტი, რომელიც მანქანის გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმპორტის შეზღუდვა 2013 წლამდე წარმოებულ მანქანებს შეეხება.
„ამ ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიების შემცირებაში“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 62,7%-ზე მეტი 20 წელზე მეტი ასაკისაა.
საქართველოში არსებული 639,7 ათასი ავტომობილიდან მხოლოდ 239,1 ათასი ავტომობილია 20 წელზე ნაკლები ხნის წინ წარმოებული.
ამავდროულად, მანქანების 44,8%-მა საწარმოო ხაზი 15 წელზე მეტი ხნის წინ დატოვა. მთლიანობაში, საქართველოში რეგისტრირებულია 59,4 ათასი ავტომობილი, რომელიც 10 წელზე ნაკლები ასაკისაა, რაც ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების 9,2%-ია.
უახლესი
7 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა