დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში სადებეტო ბარათებში პოპულარულობას Mastercard-ი ინარჩუნებს

საქართველოში სადებეტო ბარათებში პოპულარულობას Mastercard-ი ინარჩუნებს

26-09-2023 09:00:57

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ პოპულარულობას ისევ Mastercard-ი ინარჩუნებს. სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მასალის თანახმად, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 7,867,205 ერთეულს შეადგენდა, რაც ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით 0.4%-იან ზრდას ნიშნავს, ხოლო 2022 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით კი 16.7%-იან ზრდას.

მიმდინარე სტატისტიკით აქტიური სადებეტო ბარათების 51,5%-ი Mastercard-ი ფლობს, ხოლო 31%-ს VISA. 

თვიურ ჭრილში აქტიური Mastercard-ის სადებეტო ბარათების რაოდენობა 0,3%-იან კლებას აჩვენებს, ხოლო VISA 0.7%-იან ზრდას.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 17%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1,348,470 ერთეულ ბარათზე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები