საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 1,514.49 ათასი დოლარის ღირებულების 3,610.01 ტონა პომიდორი შემოვიდა, რაც 43%-ით ზრდას აჩვენებს.
2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 2,517.06 ტონა პომიდორის იმპორტი განხორციელდა.
ორი თვის მაჩვენებლებით, ქვეყანაში შემოსული პომიდორის იმპორტის 99%-ი თურქეთზე მოდის. საქსტატის მაჩვენებლებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში პომიდორი სულ სამი ქვეყნიდან შემოვიდა:
ბოლო 14 წლის სტატისტიკით ქვეყანამ ყველაზე მეტი პომიდორი 2016 წელს იყიდა, მაშინ პომიდორის იმპორტმა 21,890.00 ტონა შეადგინა. შემდეგ ყველაზე მეტი შესყიდვა 2022 წელს განხორციელდა. ირკვევა, რომ გასულ წელს ქვეყანამ 20,141.10 ტონა პომიდორი იყიდა.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება