სამუხის ველზე ლიკლიკები დაიბადნენ. როგორც WWF Georgia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ეს უკვე საქართველოში დაბადებული ქურციკების მეცხრე თაობაა.
საქართველოში ქურციკების აღდგენის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, რასაც ახალი თაობის სახით ყოველწლიური მატება და ქურციკების მზარდი პოპულაცია ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის დაცული ტერიტორიის დაარსება (2023) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენისა და დაცვის მიმართულებით.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში გადაშენებული ქურციკების აღდგენის პროგრამას აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის მთავრობა (BMZ/KfW) და WWF-გერმანია.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება